შეკვეთის მიღებისას, შესაბამისი კერძი იბეჭდება სამზარეულოში ან ბარში, რათა მზარეულმა მოამზადოს იგი. ასევე მზარეულებში ეთითება თუ რომელი საწყობიდან უნდა ჩამოიწეროს შესაბამისი ნედლეული.

1. შევდივართ განყოფილებაში ცნობარები

2. მარცხენა პანელში კაფე-რესტორანი ვირჩევთ მზარეულები

3. ვაჭერთ ღილაკს დამატება

4. ველში სახელი, გვარი ვუთითებთ სამზარეულოს დასახელებას

5. ველში პრინტერი ვუთითებთ იმ პრინტერს, რომელზეც უნდა დაიბეჭდოს მზარეულის სია. იმ შემთხვევაში თუ ველში პრონტერი აირჩევთ Local Printer, სია დაიბეჭდება მიმდინარე კომპიუტერზე მიერთებულ Default პრინტერზე. რეკომენდირებულია ქსელური პრინტერების გაწყობა და შესაბამისი პრინტერის მითითება ამ სიაში.

6. იმ შემთვევაში თუ გვსურს, რომ ნედლეული ჩამოიწეროს კონკრეტული საწყობიდან, ველში საწყობი ვუთითებთ შესაბამის საწყობს. თუ ამ ველს დავტოვებთ ცარილეს, ნედლეული ჩამოიწერება იმ საწყობიდან, რომელიც მიბმულია მიმტანზე (მომხმარებლის პრივილეგიებიდან)

7. ველს კომპიუტერის სახელი ვტოვებთ ცარიელს

შენიშვნა: ეს ველი გამოიყენება იმ შემთხვევში, თუ გვსურს, რომ ერთი და იგივე საქონელი ჩამოიწეროს სხვადასხვა საწყობიდან, იმის და მიხედვით თუ რომელ კომპიუტერიდან მოხდა შეკვეთა. ამ შემთხვევაში კომპიუტერის სახელში ვწერთ კომპიუტერის სისტემურ სახელს (Computer Name). მაგალითად: გვაქვს ორი დარბაზი ორი განსხვავებული სახელის კომპიუტერით და ბარებით. თუ შეკვეთა განხორციელდა ერთ-ერთი დარბაზის კომპიუტერიდან, მაგალითად ლიმონი უნდა ჩამოეწეროს შესაბამის ბარს. ამ შემთხვევაში უნდა შეიქმნას ორი მზარეული სხვადასხვა კომპიუტერის სახელით და ერთი და იგივე პროდუქტით